აზარტული თამაშების კიდევ ერთი სავარაუდო მსხვერპლი – ბათუმში ახალგაზრდა მამაკაცი გარდაცვლილი იპოვეს

ბათუმში, 23 წლის ახალგაზრდა მამაკაცი გარდაცვლილი იპოვეს.

გარდაცვლილს ახლობლები და ოჯახის წევრები დღეს დილიდან ეძებდნენ.

მამაკაცმა გარდაცვალებამდე 6 საათით ადრე, სოციალურ ქსელში პოსტი გამოაქვეყნა, საიდანაც ირკვევა, რომ ახალგაზრდა მამაკაცი სავარაუდოდ აზარტული თამაშების მსხვერპლი გახდა:

“აკრძალეთ ეგეთი კაზინოები, ჩვენთვის მაინც. გეყოფათ ფულის კეთება დრაგებით და ვითომ კურიერებით, რომლებსაც თქვენ თვითონაც იცნობთ და ბოლოს იჭერთ. ქენით ისე, რომ ცოტა ქვეყანა წინ წავიდეს და თქვენ ჯიბეზე 95% ფულის კეთებას მოეშვით…” – წერია 23 წლის ახალგაზრდის მიერ გავრცელებულ facebook პოსტში.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115–ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

banner
წინა სტატიაშიიუსტიციის მინისტრი ამსტერდამის საოჯახო ტიპის ბავშვთა ციხის მოდელს გაეცნო
შემდეგი სტატია(Video)მარტვილის ეპარქიაში ახალი სკანდალი მწიფდება- პეტრე ცაავას მიწების მითვისებაში ბრალს სდებენ