23.8 C
Tbilisi
შაბათი, აგვისტო 15, 2026
banner

Axios – ტრამპი ირანში ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე დარტყმების განხორციელების შესაძლებლობას განიხილავს

Axios-ი ამერიკელ მაღალჩინოსანზე დაყრდნობით  იუწყება, რომ დონალდ ტრამპი ირანში ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე დარტყმების განხორციელების შესაძლებლობას განიხილავს.

გამოცემის ინფორმაციით, შესაძლოა, აშშ-თან ერთად ირანის წინააღმდეგ იერიშებში ისრაელიც ჩაერთოს.

ამერიკელი მაღალჩინოსნის განცხადებით, ბოლო დღეების განმავლობაში ირანელები „ძალიან აგრესიულად“ იქცევიან.

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა კაბინეტის სხდომაზე განაცხადა, რომ ირანის წინააღმდეგ ძლიერ იერიშებს გეგმავს.

„ჩვენ მათ ძალიან ძლიერად დავარტყამთ და რაღაც მომენტში იტყვიან, რომ ამის გაძლება აღარ შეუძლიათ “, – აღნიშნა აშშ-ის პრეზიდენტმა.

banner
წინა სტატიაში“ქურდული სამყაროს” წევრობისთვის ძებნილი პირი მეტსახელად “ფაიფურა” დააკავეს
შემდეგი სტატიაგივი მიქანაძე: რადიკალურ ოპოზიციასთან დაკავშირებული ჯგუფები ცდილობენ, დააზიანონ განათლების რეფორმის პროცესი