9.8 C
Tbilisi
სამშაბათი, აპრილი 21, 2026
banner

Axios – მარკო რუბიომ განაცხადა, რომ ირანთან კონფლიქტი რამდენიმე კვირის განმავლობაში გაგრძელდება

აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა მარკო რუბიომ არაბული ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრებს განუცხადა, რომ ირანთან კონფლიქტი რამდენიმე კვირის განმავლობაში გაგრძელდება, – ინფორმაციას გამოცემა Axios-ი წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს.

Axios-ის ცნობით, მარკო რუბიომ არაბ მინისტრებს სატელეფონო საუბარში განუცხადა, რომ აშშ დარტყმებისას მთავარ აქცენტს ირანის სარაკეტო სისტემებზე, იარაღის მარაგებსა და საწარმოო ობიექტებზე აკეთებს.

ასევე, მარკო რუბიომ სატელეფონო საუბარში აღნიშნა, რომ აშშ-ის მიზანი ირანში რეჟიმის ცვლილება არ არის.

გამოცემის წყაროს ინფორმაციით, აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა არაბ კოლეგებს განუცხადა, რომ ირანის ამჟამინდელ რეჟიმთან მოლაპარაკებები არ მიმდინარეობს, რადგან ეს სამხედრო მიზნების მიღწევას ხელს შეუშლის.

banner
წინა სტატიაშიევროპარლამენტში 11 მარტს საქართველოს შესახებ დებატები გაიმართება
შემდეგი სტატიაისრაელის თავდაცვის ძალები – დღის განმავლობაში დასავლეთ ირანში 400-ზე მეტ სამხედრო სამიზნეს დავარტყით