21.8 C
Tbilisi
პარასკევი, მაისი 15, 2026
banner

Axios: აშშ-მა ირანს ურანის გამდიდრებაზე 20-წლიანი მორატორიუმი შესთავაზა

Axios-ი ინფორმირებულ წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს ინფორმაციას, რომ აშშ-მა ირანს ურანის გამდიდრებაზე 20-წლიანი მორატორიუმი შესთავაზა.

წყაროების ცნობით, ირანელებმა პასუხად უფრო მოკლე „ერთნიშნა“ პერიოდი შესთავაზეს.

ამასთან, მათი განცხადებით, შაბათ-კვირას გამართული მოლაპარაკებების ერთ-ერთი მთავარი საკითხი ურანის გამდიდრებაზე მორატორიუმის დაწესების შესახებ აშშ-ის მოთხოვნა იყო.

„შეერთებულმა შტატებმა მინიმუმ 20 წელი შესთავაზა ყველა სახის შეზღუდვით“, – განაცხადა ერთ-ერთმა წყარომ.

ამასთან, გამოცემის წყაროების ცნობით, აშშ-მა ასევე სთხოვა ირანს, ქვეყნიდან გაიტანოს მაღალგამდიდრებული ურანი. ირანელებმა განაცხადეს, რომ მისი „მონიტორინგის ქვეშ შერევის პროცესს“ დათანხმდებოდნენ.

წყაროების მტკიცებით, მიუხედავად იმისა, რომ შეთანხმებას ვერ მიაღწიეს, ირანელები ფიქრობდნენ, რომ კვირა დილით თავდაპირველი შეთანხმების მიღწევასთან ახლოს იყვნენ და ისინი გააოცა ვიცე-პრეზიდენტ ჯეი დი ვენსის პრესკონფერენციამ, რომელსაც შეთანხმების მიღწევის შესახებ არანაირი მინიშნება არ გაუკეთებია, ირანელები დაადანაშაულა და გამოაცხადა, რომ აშშ-ის დელეგაცია ისლამაბადს ტოვებდა.

„ირანელები გაბრაზდნენ ამ პრესკონფერენციის გამო“, – აღნიშნა ინფორმირებულმა წყარომ.

banner
წინა სტატიაშიუკრაინაში ადასტურებენ, რომ რუსეთში ქიმიურ ქარხანას დრონებით დაარტყეს
შემდეგი სტატიატრამპი: ჩინეთის ლიდერს სურს ირანის ომის დასრულება