18.7 C
Tbilisi
ხუთშაბათი, ივნისი 11, 2026
banner

Axios: აშშ-ირანის მემორანდუმით ისრაელსა და “ჰეზბოლას” შორის ომი სრულდება, თუმცა თელ-ავივი უფლებებს ინარჩუნებს

ამერიკული გამოცემა Axios-ის ხელში ჩავარდნილი ურთიერთგაგების მემორანდუმის მიხედვით, აშშ-ირანის გარიგების ფარგლებში ისრაელსა და ტერორისტულ დაჯგუფება „ჰეზბოლას“ შორის მიმდინარე მრავალთვიანი კონფლიქტი უნდა დასრულდეს. თუმცა, დოკუმენტი ისრაელს უტოვებს სამხედრო უფლებას, განახორციელოს საპასუხო დარტყმები, თუ ლიბანური დაჯგუფება პროვოკაციებს არ შეწყვეტს.

ეს გადაწყვეტილება განსაკუთრებით აქტუალურია მას შემდეგ, რაც ირანის მიერ მხარდაჭერილმა „ჰეზბოლამ“ 2026 წლის მარტში ისრაელის ჩრდილოეთ ტერიტორიებზე სარაკეტო და დრონებით თავდასხმები ინტენსიურად განაახლა.

საერთაშორისო შეთანხმების ახალი პირობები ითვალისწინებს ცეცხლის სრულ შეწყვეტას, თუმცა თუ ტერორისტული ჯგუფი კვლავ წამოიწყებს ან განახორციელებს იერიშებს, ისრაელს ექნება სრული ლეგიტიმაცია, გამოიყენოს სამხედრო ძალა „ჰეზბოლას“ ინფრასტრუქტურის გასანადგურებლად.

banner
წინა სტატიაშიცოტნე ივანიშვილი: ქვეყანაში არსებობს ყალბი სტერეოტიპი, თითქოს ახალგაზრდების უმეტესობა “ოცნების” მიმართ ცუდად არის განწყობილი
შემდეგი სტატიაზელენსკი: დღეს ყველა, ვინც დუმილს არ აირჩევს და უკრაინის დახმარებას გადაწყვეტს, სიცოცხლის დამცველია