Axios-ი ამერიკელ მაღალჩინოსნებზე დაყრდნობით ავრცელებს ინფორმაციას, რომ ვაშინგტონი და თეირანი „ჩარჩო შეთანხმებასთან“ ახლოს არიან.
სანამ 14-დღიანი ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი ამოიწურება, დონალდ ტრამპის გუნდი — ჯეი დი ვენსის, ჯარედ კუშნერისა და სტივ ვიტკოფის შემადგენლობით — ინტენსიურ მოლაპარაკებებს მართავს.
ამერიკელი ოფიციალური პირები აცხადებენ, რომ ირანი პორტების ბლოკადის გამო „გაკოტრებულია“. „ირანს ფული არ აქვს. თუ ნავთობის ქვეყანა ნავთობს ვეღარ აწარმოებს, ის ვენესუელაზე უარეს დღეში აღმოჩნდება“, — ამბობს ერთ-ერთი ჩინოვნიკი.
აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი ჯეი დი ვენსი და ჯარედ კუშნერი ტელეფონით მუდმივ კავშირზე არიან ირანულ მხარესთან და შუამავლებთან, რათა ცეცხლის შეწყვეტის პირობები შეათანხმონ.
ამერიკული მხარის თქმით, ირანის ხელისუფლების ნაწილს სურს შეთანხმება, თუმცა ახლა მთავარია „მთელი მთავრობის“ დაყოლიება ერთიან პოზიციაზე.
თუ ჩარჩო შეთანხმება შედგება, სავარაუდოდ, ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი გახანგრძლივდება, რადგან დეტალების დაზუსტებას დრო სჭირდება.


















