ავტოსგაზაო შემთხვევას მარტვილის მკვიდრი ემსხვერპლა

ხარაგაულის რაიონის სოფელ ვერტყვიჭალაში მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას ახალგაზრდა მამაკაცის სიცოცხლე ემსხვერპლა. გარდაცვლილია მარტვილის მკვიდრი გიზო ჯახუა. “თაიმერის” ინფორმაციით ის ყურძნის საყიდლად იყო წასული. შემთხვევა გვიან ღამით მოხდა.

შსს-ს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მეექვსე ნაწილით მიმდინარეობს (ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევა, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია).

banner
წინა სტატიაშიბათუმის მოხუცთა თავშესაფარში 35 პირს კორონავირუსი დაუდასტურდა
შემდეგი სტატიასაქართველოში კორონავირუსით კიდევ ერთი პაციენტი გარდაიცვალა