მარტვილში ავტოსგაზაო შემთხვევა მსხვერპლით დასრულდა

მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ ვედიტკარში ავარიის შედეგად შუახნის ქალბატონი გარდაიცვალა. იგი გზაზე გადადიოდა, რა დროსაც მანქანა დაეჯახა.  ,,თაიმერის” ინფორმაციით, გარდაცვლილი ადგილობრივი მცხოვრებია, რომელიც ქვეითად გადაადგილდებოდა.შემთხვევა გუშინ საღამოს მოხდა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება სისიხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მეორე ნაწილით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება გამოიწვია.

 

ავტორი: აკო ქიქავა

banner
წინა სტატიაშისაქართველოს მთავრობა არ გამორიცხავს, ირანთან ფრენების შეზღუდვის შემდეგ, გადაადგილება სახმელეთო საზღვარზეც შეიზღუდოს
შემდეგი სტატიაკორონავირუსის საფრთხის გამო სომხეთი ირანთან საზღვრას 2 კვირით კეტავს