ავტოსაგზაო შემთხვევისას გარდაცვლილ სამხედროს დღეს ნინოწმინდაში დაკრძალავენ

სოფელ ბოდბესთან ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად გარდაცვლილ რიგითს, დღეს ნინოწმინდაში დაკრძალავენ. დაკრძალვაზე ჩასვლას გეგმავს საქართველოს თავდაცვის მინისტრი ლევან იზორია.

ავტოსაგზაო შემთხვევა 21 ოქტომბერს, დედოფლისწყარო-სიღნაღი-თბილისის დამაკავშირებელ ავტომაგისტრალზე მოხდა. შედეგად ჯარების ლოგისტიკური უზრუნველყოფის სარდლობის საბრძოლო მასალებისა და სამხედრო-ტექნიკური ქონების შენახვის ბაზის სამხედრო მოსამსახურეები დაშავდნენ. გარდაიცვალა 1 სამხედრო.

დაშავებულების უმეტესი ნაწილი გორში სამხედრო ჰოსპიტალში მკურნალობს – 5 ჯარისკაცი კი რომელთა მდგომარეობაც შედარებით რთული იყო, თბილისში იმყოფებიან

banner
წინა სტატიაშიიან კელი : ჩვენ მოვუწოდეთ პარტიებს, მიიღონ მონაწილეობა და არ გამოეთიშონ არჩევნებს
შემდეგი სტატიამორიგი გატაცება გორის სოფლიდან- ოკუპანტებმა 29 წლის მამაკაცი გაიტაცეს