ავტოსაგზაო შემთხვევისას დაშავებული 9 სამხედროს ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია

ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაშავებული სამხედროების ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია.

ცხრავე პაციენტი ამ დრომდე ქუთაისის სამედიცინო დაწესებულებაში რჩება.

ისინი თავდაცვის მინისტრის მოადგილემ მოინახულა. ავტოსაგზაო შემთხვევა გუშინ მოხდა.

ქუთაისი-ხონის დამაკავშირებელ გზაზე მიკროავტობუსი, რომელსაც კონტრაქტორი სამხედროები გადაჰყავდა, მსუბუქ ავტომობილს შეეჯახა და გადაბრუნდა.

banner
წინა სტატიაშინიკა რურუას დღეს დაკრძალავენ
შემდეგი სტატიამკაფიოდ გამოვხატეთ თუ რა ხარვეზები დავინახეთ საპრეზიდენტო არჩვენების ორივე ტურში, ველოდებით რეაგირებას – ევროკავშირის ელჩი