ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ფეხით მოსიარულე დაიღუპა

გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ გურჯაანში, ცენტრალურ მაგისტრალზე ფეხით მოსიარულე შუახნის ქალს მსუბუქი ავტომანქანა დაეჯახა.

ქალი სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფის ადგილზე მისვლამდე გარდაიცვალა.

შემთხვევის ადგილზე სამართალდამცველები მუშაობენ.

როგორ შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურში აცხადებენ, მომხდარ ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მეხუთე ნაწილით დაიწყო, რაც გულისხმობს ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

banner
წინა სტატიაშისაქართველოში  ჩრდილოეთკავკასიელი ჟურნალისტი არ შემოუშვეს 
შემდეგი სტატია,,2008 წელს სწორედ ნაციონალებმა გაწირეს სასიკვდილოდ მშვიდობიანი მოსახლეობა”-გია ვოლსკის განცხადება ბრიფინგზე