ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად გაზეთ “აჭარა ps”-ის ჟურნალისტი გარდაიცვალა

ბათუმში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ახალგაზრდა ჟურნალისტი თამაზ ქობულაძე დაიღუპა.

მას ხიმშიაშვილის ქუჩაზე, სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს სამარშრუტო ტაქსი დაეჯახა. შემთხვევა წუხელ მოხდა.

23 წლის თამაზ ქობულაძე „აჭარა ps”-ის, გაზეთ “აჭარისა” და „ტვ12““-ის ჟურნალისტი იყო.

,,თაიმერი” თამაზ ქობულაძის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს.

banner
წინა სტატიაშიმკვლელობა ზესტაფონში- სოფელ კვალითში 38 წლის მამაკაცი მეზობელმა მოკლა
შემდეგი სტატიასაავტომობილო გზის რამდენიმე მონაკვეთზე მოძრაობის სპეციალური რეჟიმია დაწესებული