23.8 C
Tbilisi
შაბათი, აგვისტო 15, 2026
banner

ავტოსაგზაო შემთხვევას სამხედრო მოსამსახურე ემსხვერპლა

Crime Scene

ქუთაისი-ზესტაფონის გზაზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა, რაც მსხვერპლით დასრულდა.

არსებული ინფორმაციით, ერთმანეთს თავდაცვის სამინისტროს ავტომობილი და სატვირთო მანქანა შეეჯახა, შედეგად სამხედრო მოსამსახურე გარდაიცვალა.

თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, გარდაცვლილი კაპრალი რაჟდენ ლეთოდიანია.

„სამხედრო მოსამსახურის გარდაცვალებასთან დაკავშირებით, 2026 წლის 11 ივლისს, სამხედრო პოლიციის დეპარტამენტმა დაიწყო გამოძიება სისხლის სამართლის საქმეზე – სატრანსპორტო მანქანის მართვის წესის დარღვევის ფაქტზე, რასაც სამხედროს გარდაცვალება მოჰყვა”,- ნათქვამია თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციაში.

banner
წინა სტატიაშიბათუმში ევროპის დღე აღინიშნა – ღონისძიების მთავარი გზავნილი იყო „ჩემი ევროპა, ჩემი მომავალი“
შემდეგი სტატიავენესუელაში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვმა 4 100-ს გადააჭარბა