ავტოსაგზაო შემთხვევას რუსთავი-თბილისის მაგისტრალზე ქვეითი ემსხვერპლა

რუსთავი-თბილისის ავტომაგისტრალზე ავტოსაგზაო შემთხვევას მამაკაცი ემსხვერპლა. როგორც ცნობილი ხდება, შუახნის მამაკაცს, რომელიც გზაზე გადადიოდა, ავტომანქანა დაეჯახა და ქვეითი ადგილზე გარდაიცვალა. შემთხვევა ღამით მოხდა.

როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში განაცხადეს, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მეექვსე ნაწილით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

banner
წინა სტატიაშიდღეს სვეტიცხოვლობაა
შემდეგი სტატიაგიგი წერეთელი რუსი დეპუტატების თავდასხმების სამიზნე გახდა