ავტოსაგზაო შემთხვევას 25 წლის მამაკაცი ემსხვერპლა

ავტოსაგზაო შემთხვევას 25 წლის მამაკაცი ემსხვერპლა.

შემთხვევა მარნეული-სადახლოს გზაზე მოხდა. მსუბუქი ავტომობილი ბენზინგასამართ სადგურს დაეჯახა.

25 წლის მამაკაცი საავადმყოფოში გადაიყვანეს, თუმცა გადარჩენა ვერ მოხერხდა.

შსს-ს ინფორმაციით, მომხდარზე სისხლის სამართლის საქმე 275-ე მუხლითა აღიძრა, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

banner
წინა სტატიაშიშსს – ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოებში ჩართულ ყველა პირს პრემიები უახლოესი ერთი კვირის განმავლობაში ჩაერიცხება
შემდეგი სტატიაჩინეთში მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის გენერალური ასამბლეა საზეიმოდ გაიხსნა