ავტოსაგზაო შემთხვევა ზუგდიდის რაიონში – პოლიციის უფროსი დაიღუპა

received_10205829884906579ზუგდიდის რაიონის სოფელ კახათში ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. ავარიის შედეგად დარჩელის პოლიციის ქვეგანყოფილების უფროსი ზაზა მესხია გარდაიცვალა – “თაიმერს” დარჩელიდან აცნობეს. აღნიშნული ინფორმაცია შსს-ს პრესსამსახურმა სააგენტოს დაუდასტურა. გავრცელებული ინფორმაციით ზაზა მესხიას ავტომანქანა  ხეს შეეჯახა, როდესაც   შვილის საფლავიდან სახლში ბრუნდებოდა. ავტოავარიის შედეგად მესხია ადგილზე გარდაიცვალა. ამ წუთებში შემთხვევის ადგილზე ზუგდიდის პოლიციისა და საპატრულო პოლიციის თანამშრომლები იმყოფებიან.

banner
წინა სტატიაშილონდონის აეროპორტში ქიმიური ნივთიერების გაჟონვის განგაშია
შემდეგი სტატიასომეხი მოქალაქის გამო უკრაინა ბელორუსიის თვითმფრინავს გამანადგურებლებით დაემუქრა