ავტოსაგზაო შემთხვევა ვეჯინში – დაშავდა მოზარდი

გურჯაანის მუნიციპალიტეტში მომხდარი ავარიის შედეგად, მოზარდი დაშავდა
შემთხვევა ცოტა ხნის წინ, სოფელ ვეჯინში მოხდა.

თვითმხილველების ინფორმაციით, BMW-ს მარკის ავტომობილის მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა, გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და ქვის ღობეს დაეჯახა. დაშავებული მოზარდი სასწრაფო- სამედიცინო დახმარების ბრიგადამ, მოტეხილობებით, გურჯაანის “ჯეოჰოსპიტალსის” კლინიკაში გადაიყვანა.

მომხდარზე გამოძიება ტრანსპორტის მოძრაობის ან ექსპლუატაციის წესის დარღვევის მუხლით დაიწყო.

banner
წინა სტატიაში“ქართულ ოცნებაში” უმრავლესობის სხდომა ჩაინიშნა
შემდეგი სტატია„ნამახვანჰესის” მშენებლობის მოწინააღმდეგეებმა იუსტიციის სახლის მიმდებარე ტერიტორია გადაკეტეს