ავტოსაგზაო შემთხვევა წალენჯიხაში

ავტოსაგზაო შემთხვევა წალენჯიხაში.

ცნობილია, რომ შემთხვევის შედეგად მსუბუქად დაშავდა ოთხი ადამიანი.

გავრცელებული ინფორმაციით, ისინი წალენჯიხის საავადმყოფოში გადაიყვანეს და ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფებიან.
მანქანა წალენჯიხის საკრებულოს წევრის, თენგიზ ფიფიას სახლში შევარდა.
მსხვერპლი არ არის.

მანქანში, გავრცელებული ინფორმაციით, ოთხი არასრულწლოვნი იმყოფებოდა.

მძღოლი არ იყო ნასვამ მდგომარეობაში და ფლობს მართვის მოწმობაც.

ამ წუთებში, საკრებულოს წევრის სახლიდან ავტომანქანის გამოყვანის სამუშაოები მიმდინარეობს.

 

banner
წინა სტატიაშიხაბეიშვილი – თამაზ გინტური იყო საქართველოს პატრიოტი, რომელიც ოკუპანტმა ზურგში სროლით მოკლა
შემდეგი სტატია„ეს ტრიო ჩვენთან შეიქმნა – მოლდოვა, უკრაინა, საქართველო და ვფიქრობ, ერთდროულად შევალთ ევროკავშირში“ – სალომე ზურაბიშვილი