ავტოსაგზაო შემთხვევა თბილისში მსხვერპლით დასრულდა

ავტოსაგზაო შემთხვევა თბილისში მსხვერპლით დასრულდა. ავლაბარში ყვითელი ავტობუსი ხეს შეეჯახა, რის შედეგადაც გარდაიცვალა ერთ-ერთი მგზავრი, შუახნის ქალბატონი. როგორც სატრანსპორტო კომპანიაში “ფორმულას” განუცხადეს, ავტობუსი მისთვის განკუთვნილ სპეციალურ ზოლზე მიდიოდა, რა დროსაც მის სავალ ნაწილზე გადავიდა მსუბუქი ავტომობილი, მძღოლმა გადაუხვია და ხეს შეეჯახა.

მომხდარზე საქმე სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით არის აღძრული და მიდინარეობს გამოძიება.

banner
წინა სტატიაში„შემოვდგი ფეხი, გწყალობდეთ ღმერთი ფეხი ჩემი კვალი ანგელოზისა“
შემდეგი სტატიაზუგდიდის ბოტანიკურ ბაღში ფარშავანგს კუდი მოპარეს