ავტოსაგზაო შემთხვევა სენაკში – 1 გარდაცვლილი და 6 დაშავებული

სენაკში, სოფელ თეკლათთან მომხდარ ავარიას ერთი ადამინის სიცოცხლე ემსხვერპლა. ავტოსაგზაო შემთხვევა ცენტრალურ საავტომობილო გზაზე მოხდა. ინცინდენტის შედეგად 6 ადამიანია დაშავებული და ერთი გარდაცვლილი.

ავტოსაგზაო შემთხვევისას ერთმანეთს მსუბუქი ავტომობილები შეეჯახნენ.

როგორც “თაიმერს” შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, საქმეზე გამოძიება 276-ე მუხლის მე-5 ნაწილით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობისას უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

 

 

ბერდია კალანდია

 

banner
წინა სტატიაშიხანძარი ხუდადოვის ქუჩაზე – გარდაცვლილია 59 წლის მამაკაცი
შემდეგი სტატიასენსაციური აღმოჩენა – გრძელქალიანი პერუელები საქართველოს ტერიტორიაზე ცხოვრობდნენ