ავტოსაგზაო შემთხვევა რიკოთზე – არიან დაშავებულები

რიკორთის უღელტეხილზე მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად სამი ადამიანი დაშავდა. შემთხვევა რამდენიმე წუთის წინ მოხდა. ”თაიმერის” ინფორმაციით, მერსედესი და ოპელის მარკის ავტომობილი ერთმანეთს შეეჯახნენ. დაშავებულები სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ ხაშურის საავადმყოფოში გადაიყვანა.

”ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაშავებულთა დასახმარებლად ადგილზე გავიდა სასწრაფო სამედიცინო დახმარების 2 ეკიპაჟი. 35 წლის მამაკაცი გულ-მკერდი ტრავმით, 37 წლის ქალი გულ-მკერდის ტრავმით და 35 წლის მამაკაცი გულ-მკერდისა და თავის ტრავმით სასწრაფო დახმარების ეკიპაჟებმა პირველადი დახმარების გაწევის შემდეგ გადაიყვანა ხაშურის კლინიკაში”-აცხადებენ სასწრაფო სამედიცინო დახმარების პრესცენტრში.

შინაგან საქმეთა სამინისტრო სინფორმაციით, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება 176-ე მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო.

banner
წინა სტატიაშინიკა მელია:ეს დღე ძვირად დაგიჯდებათ
შემდეგი სტატიაცესკო ადმინისტრაციული სამართალდარღვევის სამი ოქმის შედგენის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს