ავტოსაგზაო შემთხვევა ქუთაისში – დაზიანდა 3 ავტომობილი

ავტოსაგზაო შემთხვევა ქუთაისში – საავტომობილო გზაზე მოძრავი ქვეითის გამო, მიკროავტობუსმა დაამუხრუჭა, რის შედეგადაც 3 ავტომობილი დაზიანდა.

დაზიანებულებს შორის სამხედრო პოლიციის ავტომობილია, რომელშიც თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენლები ისხდნენ. ასევე, დაზიანებულია სამგზავრო მიკროავტობუსი, რომელსაც მგზავრები ქუთაისიდან თბილისში მიჰყავდა.

შემთხვევის შედეგად დაშავდა ერთი ქალი, რომელიც სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ საავადმყოფოში გადაიყვანა.

მომხდარზე დაწყებულია გამოძიება.

banner
წინა სტატიაშისაძაგლიშვილი – ნიკა მელიას გათავისუფლება არის ერთადერთი გონივრული ნაბიჯი, რაც დადებითი შედეგის მომტანი იქნება ქვეყნისთვის
შემდეგი სტატიასაქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსით ცხრა პაციენტი გარდაიცვალა