ავტოსაგზაო შემთხვევა ქობულეთში – არსებული ინფორმაციით, მანქანა დედა-შვილს დაეჯახა

ქობულეთში ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა – დაშავდა ორი ადამიანი. “აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლი” წერს, რომ არსებული ინფრომაციით, დედა-შვილი ზებრა გადასასვლელზე გადადიოდა, რა დროსაც მათ გზის სავალ ნაწილზე მოძრავი ტაქსი დაეჯახა. თვითმხილველები ამბობენ, რომ დაშავებულები უცხო ქვეყნის მოქალაქეები არიან.

დაშავებული მოზარდი ქობულეთის სამედიცინო ცენტრში გადაიყვანეს, როგორც კლინიკის ექიმი მედიასთან ამბობს, მოზარდი ამ ეტაპზე კონტაქტურია, ქალი უგონო მდგომარეობაში იყო, ის ბათუმში გადაიყვანეს.

ფოტო: აჭარის ტელევიზია.

banner
წინა სტატიაშიოდიშარია – მას შემდეგ, რაც მომავალ პარლამენტში საკონსტიტუციო უმრავლესობას მოვიპოვებთ, ეკლესიის როლის გაძლიერებაზე დაიწყება ლეგიტიმური განხილვები
შემდეგი სტატიაკახა კალაძე – ევროინტეგრაციის გზაზე წარმატებებს მივაღწიეთ „ქართული ოცნების“ პირობებში და ჩვენ ვიქნებით ის გუნდი, რომელიც ამ მნიშვნელოვან საქმეს მიიყვანს ბოლომდე