ავტოსაგზაო შემთხვევა ფოთში – ავარიას 29 წლის მამაკაცის სიცოცხლე ემსხვერპლა

Crime Scene

ფოთში მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას ერთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. თვითმხილველები ყვებიან რომ ოპელის მარკის ავტომანქანა მოყინულ გზაზე მოცურდა, გზის პირას მდებარე ბოძს შეეჯახა, შემდეგ ამოტრიალდა და თხრილში ჩავარდა. ავტომანქანის მძღოლი, ახალგაზრდა მამაკაცი ადგილზევე გარდაიცვალა. შემთხვევა დღეს დილას, ფოთის ერთ-ერთ გარეუბანში მოხდა.

როგორც ცნობილია გარდაცვლილი 29 წლის მამაკაცია.

ავტოსაგზაო შემთხვევის მიზეზებს გამოძიება დაადგენს. ადგილზე მობილიზებული იყო საპატრულო, სახანძრო და სასწრაფო დახმარების ეკიპაჟები.

banner
წინა სტატიაშისააკაშვილი გავრცელებულ ფოტოებზე: ინაუგურაციის ცერემონიიდან გამომავალი, ველოდები ჩემი ჯგუფის დანარჩენ წევრებს
შემდეგი სტატიანიუ-იორკში ერთი ვედრო ოქროს მომპარავი, ეკვადორში დააკავეს