ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა ჩხოროწყიში – გარდაცვლილია ახალგაზრდა მამაკაცი

ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტში მომხდარი ავარიის შედეგად 35 წლამდე მამაკაცი გარდაიცვალა.

თვითმხილველთა ინფორმაციით, ერთმანეთს ორი მსუბუქი ავტომანქანა შეეჯახა, ავტომანქანაში მყოფი ახალგაზრდა მამაკაცი ადგილზე დაიღუპა.

მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-5 ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

banner
წინა სტატიაშიმწვავე პნევმონიის შედეგად, 4 წლის ბავშვი გარდაიცვალა
შემდეგი სტატიაTI-ის ზუგდიდის ოფისი კიდევ ერთ სავარაუდო კორუფციის ფაქტს აქვეყნებს