ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭალადიდში ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა.
როგორც “ინტერპრესნიუსი” იუწყება. ერთმანეთს ორი მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა, რის შედეგადაც 6 ადამიანი დაშავდა.
ავარიის შედეგად, ერთ ავტომობილში მყოფი 2, ხოლო მეორეში მყოფი 4 მგზავრი დაშავდა.
სხვადასხვა სიმძიმის დაზიანებებით, დაშავებულები სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადებმა ფოთის ჰოსპიტალში გადაიყვანეს, სადაც მათ შესაბამისი სამედიცინო მკურნალობა უტარდებათ.
როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში განაცხადეს, მომხდარ ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.








