ავტოსაგზაო შემთხვევა კახეთშიმსხვერპლით დასრულდა

ერთი ადამიანი გარდაიცვალა და ოთხი მძიმედ დაშავდა კახეთში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად.

თელავი-ყვარელის დამაკავშირებელ ავტომაგისტრალზე მოძრავი “მერსედესის” მარკის ავტომობილი გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და ხეს შეეჯახა.

თვითმხილველების ინფორმაციით, გარდაცვლილიც და დაშავებულებიც 23 წლამდე ახალგაზრდები არიან.

შემთხვევის ადგილზე მობილიზებულია სასწრაფო დახმარების ჯგუფები და პოლიცია.

წინასწარი ინფორმაციით, ავარია გადაჭარბებულმა სიჩქარემ გამოიწვია.

banner
წინა სტატიაშიოთარ ანგურიძე – ოპოზიციიდან და სოციალისტური ჯგუფებიდან მინიმალური ხელფასის განაკვეთი ყოველთვის პოლიტიკური სპეკულაციების თემა იყო
შემდეგი სტატიამოძალადე, რომელზეც სოფიო კილაძემ ისაუბრა, თავდაცვის სამინისტროს თანამშრომელია