20.4 C
Tbilisi
ორშაბათი, ივნისი 15, 2026
banner

ავტოსაგზაო შემთხვევა კახეთში მსხვერპლით დასრულდა

ავტოსაგზაო შემთხვევა კახეთში მსხვერპლით დასრულდა.

თელავის მუნიციპალიტეტში ავარიას ახალგაზრდა მამაკაცი ემსხვერპლა, კიდევ ერთი პირი კი დაშავდა.

შემთხვევა სოფელ ართანაში მოხდა. თვითმხილველების თქმით, სწრაფად მოძრავი მსუბუქი ავტომობილის მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა და ამობრუნდა. მიღებული დაზიანებებით 30 წლამდე მამაკაცი ადგილზე გარდაიცვალა. მანქანაში მყოფი მეორე მგზავრი კი დაშავდა და საავადმყოფოშია გადაყვანილი.

ადგილზე პოლიციაა მობილიზებული.

banner
წინა სტატიაშივლადიმერ პუტინი: რუსი ჯარისკაცები წინ მიიწევენ ყოველდღიურად
შემდეგი სტატიასოციალურად დაუცველების შეფასების სისტემა იცვლება — ჯანდაცვის მინისტრი დეტალებს აკონკრეტებს