ავტოსაგზაო შემთხვევა დიღომში – ერთმანეთს ორი მსუბუქი ავტომობილი და სამარშუტო ტაქსი შეეჯახა

მარშალ გელოვანის გამზირზე მომხდარ ავარიას 3 ადამიანი ემსხვერპლა. შემთხვევის შედეგად 2 პირი დაშავდა.
ერთმანეთს 2 მსუბუქი ავტომობილი და ერთი მიკროავტობუსი შეეჯახა.

სამივე გარდაცვლილი „მერსედესში“ მყოფი პირია. ავტომობილს აზერბაიჯანის სანომრე ნიშნები აქვს.

გამოძიება 276-ე მუხლის მე-7 ნაწილით დაიწყო, რაც გულისხმობს სატრანსპორტო საშუალების ექსპლუატაციის ან უსაფრთხოების წესების დარღვევას, რამც 2 ან მეტი პირის გარდაცვალება გამოიწვია.

banner
წინა სტატიაშიპრეზიდენტის სიძეს სამი ტყვია ესროლეს, გოგოჭურს ოპერაცია უტარდება
შემდეგი სტატიაავტოსაგზაო შემთხვევა დიდუბეში – გარდაცვლილია ერთი ადამიანი