ავტოსაგზაო შემთხვევა ჩოხატაურში – ცხენი მანქანას დაეჯახა

ჩოხატაურის ცენტრში ცენტრალურ გზაზე გამოსულმა ცხენების რემამ ჯერ ავტოსაგზაო მოძრაობა შეაფერხა, შემდეგ კი ერთ-ერთ ავტომობილს დაეჯახა. დაშავდა ერთი ცხენი, დაზიანებულია ავტომობილიც, ხოლო მძღოლს მსუბუქი ტრავმა აღენიშნება.

ადგილობრივების თქმით, ეს პირველი შემთხვევა არ არის და ცხენებისა და ძროხების ცენტრალურ ქუჩებზე თავისუფლად გადაადგილების გამო ბოლო თვეების განმავლობაში რამდენიმე ავარია მოხდა. ჩოხატაურელები ადგილობრივები ხელისუფლებას მიმართავენ და მოძრაობის წესების დარეგულირებას ითხოვენ.

წყარო: “გურიანიუსი”

banner
წინა სტატიაში„შეძრული ვარ, ვწუხვარ, ძალიან ვწუხვარ!“ – არიანა გრანდე მანჩესტერში მომხდარ აფეთქებას ეხმაურება
შემდეგი სტატიაგიორგი მარგველაშვილი ბრიტანელ ხალხს ქართველი ხალხის სახელით თანადგომას უცხადებს