ავტოსაგზაო შემთხვევა ბელიაშვილზე – გარდაცვლილია მოტოციკლის მძღოლი

ავტოსაგზაო შემთხვევას ბელიაშვილის ქუჩაზე ახალგაზრდა მამაკაცი ემსხვერპლა.

ერთმანეთს მოტოციკლი და მსუბუქი ავტომანქანა შეეჯახა, რის შედეგადაც მოტოციკლის მძღოლი გარდაიცვალა. გარდაცვლილი 30 წლამდე ასაკისაა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-6 ნაწილით დაიწყო.

banner
წინა სტატიაშინიკა მელია – ბიძინა ივანიშვილი აუცილებლად გამოიმუშავებს რევოლუციას, ამ სიტყვას აღარ უნდა მოვერიდოთ
შემდეგი სტატიაირაკლი ოქრუაშვილი – სოსო რობაქიძეს თუ ჩემთან საუბარი უნდა, იცის, სად მომძებნოს