ავტოსაგზაო შემთხვევა ავტობანზე – არიან დაშავებულები

თაიმერი timer.ge
: თაიმერი timer.ge მარტი 11, 2019 16:58

ავტოსაგზაო შემთხვევა ავტობანზე – არიან დაშავებულები

ავტოსაგზაო შემთხვევა გორის ცენტრალურ ავტობანზე – სამარშუტო ტაქსი ბორდიურს შეეჯახა. წინასწარი ინფორმაციით, არიან დაშავებულები. შემთხვევა რამდენიმე წუთის წინ მოხდა. წინასწარი ცნობით, სამარშრუტო ავტობუსის მძღოლს ჩაეძინა.

„ერთი ფანჯრიდან გადმოვარდა, მძღოლი, საჭესთან ვინც იყო „რემენი“ არ ეკეთა, ფანჯრიდან გადავარდა, თითები ჰქონდა მოწყვეტილი, მეორე მანქანაში იყო ჩარჩენილი და ჩემმა მეუღლემ გამოიყვანა… სასწრაფომ დაიგვიანა და სამაშველო მოვიდა და პოლიცია,“ – ამბობს ერთ-ერთი თვითმხილველი.

დაზარალებულების გადმოყვანა პატრულის ეკიპაჟის მოსვლამდე მგზავრებმა მოახერხეს. ამ დროისთვის დაშავებულები უახლოეს კლინიკაში არიან გადაყვანილები.

თაიმერი timer.ge
: თაიმერი timer.ge მარტი 11, 2019 16:58

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


6,641
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics