ავტორიტარულ რეჟიმებთან ვაჭრობის წინააღმდეგი არ ვარ, თუმცა უნდა გავითვალისწინოთ რისკები – სტოლტენბერგი

ავტორიტარულ რეჟიმებთან ვაჭრობის წინააღმდეგი არ ვარ, თუმცა უნდა გავითვალისწინოთ რისკები, – ამის შესახებ განცხადება ნატო-ს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა მადრიდში, ნატო-ს სამიტის დაწყებამდე გამართულ ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას გააკეთა.

„მე ყოველთვის მჯეროდა თავისუფალი ვაჭრობის. ჩემი აზრით, თავისუფალი ვაჭრობა ხელს უწყობს კეთილდღეობას, იწვევს ეკონომიკურ ზრდას და ეს კარგია ჩვენი ეკონომიკისთვის. ამავე დროს, უნდა გავაცნობიეროთ, რომ ზედმეტმა დამოკიდებულებამ სპეციფიკურ პროდუქტებზე შეიძლება გამოიწვიოს დაუცველობა ჩვენი ღია და თავისუფალი საზოგადოებებისთვის,“ – განაცხადა იენს სტოლტენბერგმა.

ამის მაგალითად ალიანსის გენერალურმა მდივანმა ევროპის ქვეყნების რუსეთის ბუნებრივ აირზე დამოკიდებულება დაასახელა. სტოლტენბერგის განცხადებით, უკრაინის ომამდე ეს ცხადი არ ყოფილა ყველასთვის, თუმცა მისივე თქმით, ახლა უკვე ეს ყველასთვის გასაგებია. ამავე დროს სტოლტენბერგმა განაცხადა, რომ ჩინეთთან ვაჭრობის წინააღმდეგი არ არის თუმცა, უნდა იყოს გათვალისწინებული რუსეთის მაგალითი და დასავლეთი ზედმეტად დამოკიდებული არ უნდა გახდეს ჩინეთიდან იმპორტირებულ კონკრეტულ პროდუქტებზე.

„მე არ ვარ ავტორიტარულ რეჟიმებთან ვაჭრობის წინააღმდეგი და ასე იქნება მომავალშიც, მაგრამ ჩვენ უნდა გავითვალისწინოთ რისკები და სისუსტეები. ახლა ნატო მუშაობს მედეგობის განსამტკიცებლად და ცნობიერების ასამაღლებლად ამ საკითხებზე,“ – განაცხადა სტოლტენბერგმა.

banner
წინა სტატიაშიადამიანის უფლებების დაცვა, დემოკრატიის გაძლიერება ჩვენი საგარეო პოლიტიკისთვის ცენტრალურია, დარწმუნებული ვართ, ახალი პროგრამა გააძლიერებს სახალხო დამცველის ოფისის ძირითადი როლის ეფექტურობას – დეგნანი
შემდეგი სტატია„დიდი შვიდეულის“ ქვეყნები უკრაინაში ომის შესაწყვეტად ჩინეთს რუსეთზე ზეწოლის მოხდენისკენ მოუწოდებენ