“ავტონომია უნივერსიტეტს”-მე-6 კორპუსი ამ დრომდე ბლოკირებულია

უნივერსიტეტის მე-6 კორპუსი ამ დრომდე ბლოკირებულია. შესასვლელი კარები აუდიტორია 115-ისწევრებმა სხვადასხვა სახის ავეჯით გადაკეტეს.

მთელი ღამის განმავლობაში 50 სტუდენტი ადგილზე იმყოფებოდა. შენობის აივანზე კი გამოფენილია ბანერი წარწერით “ავტონომია უნივერსიტეტს.”

სტუდენტები განმარტავენ, რომ ისინი დაშლას არ აპირებენ და მოთხოვნები უცვლელი რჩება. ისინი ითხოვენ პრემიერმინისტრთან შეხვედრას, ოდეერების საკითხის შესწავლას, თვითმმართველობის გაუქმებას.

დღის მეორე ნახევარში კი უნივერსიტეტის პირველ კორპუსთან აქცია-კონცერტი გაიმართება, რომელსაც ის მომღერლები და ცნობილი სახეები ჩაატარებენ, ვინც სტუდენტებს მხარდაჭერას უცხადებს.

banner
წინა სტატიაშიარჩევნები, სადაც გამარჯვება “ოცნების” გარდა არავის სურს
შემდეგი სტატიადაკავება დიდი ოდენობით ნარკოტიკებზე-პოლიციამ ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერებები ამოიღო