ავტომობილზე ქონების გადასახადი 2018 წლიდან ამოქმედდება

ავტომობილზე ქონების გადასახადი 2018 წლიდან ამოქმედდება – ვალდებულება 40 000 ლარზე მეტი წლიური შემოსავლის მქონე ოჯახს შეეხება.

2017 წლის შემოსავლის მიხედვით ქონების დეკლარირება 2018 წლის 1 ნოემბრამდე მოხდება.

გადასახადის წლიური განაკვეთი გადამხდელის ოჯახის მიერ საგადასახადო წლის განამავლობაში მიღებული შემოსავლების მიხედვით არის დიფერენცირებული. კერძოდ, 40 000-დან 100 000 ლარამდე შემოსავლის მქონე ოჯახისთვის – ავტომობილის ღირებულების არანაკლებ 0.05 % და არაუმეტეს 0.2 %, 100 000 ლარის ან მეტი შემოსავლის მქონე ოჯახისთვის – ავტომობილის ღირებულების არანაკლებ 0.8 % და არა უმეტეს 1 %.

banner
წინა სტატიაშიშსს-მ ხაშურში ხე-ბუჩქნარის უკანონოდ გაჩეხვის ფაქტი გამოავლინა
შემდეგი სტატიათბილისში ნაგვის ურნებს სრულად 21:00 საათის შემდეგ დაცლიან