ავტომობილის გაზის ბალონის აფეთქების შედეგად 7 ადამიანი დაშავდა

თბილისში, ნუცუბიძის ქუჩაზე, ავტომობილის გაზის ბალონის აფეთქების შედეგად 7 ადამიანი დაშავდა.

როგორც ირკვევა პირველ პლატოზე. საცხოვრებელი კორპუსის პირველ სართულზე ავტომობილის გაზის ბალონი იყო შეტანილი და აფეთება სწორედ იქ მოხდა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, შვიდივე ადამიანი მსუბუქადაა დაშავებული.

გამოძიება კი სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლის მე-2 ნაწილით მიმდინარეობს, რაც ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს, ჩადენილს ცეცხლის წაკიდებით, აფეთქებით ან სხვა საყოველთაოდ საშიში საშუალებით.

banner
წინა სტატიაშიზურაბ ჯამალაშვილი 2012 წელს დაკავებული ცნობილი ჰაკერის მამაა
შემდეგი სტატიაზურაბ ჯამალაშვილის დაკავების ფაქტზე პირველ კომენტარს აკეთებს მისი შვილი