გორში, კომბინატის დასახლებაში, მანქანა არასრულწლოვან ქვეითს დაეჯახა, შემთხვევის შედეგად 10 წლის ბიჭი დაშავდა. ინფორმაციას “ინტერპრესნიუსი” ავრცელებს.
დაშავებული კლინიკაში გადაიყვანეს. ახლობლების ინფორმაციით, ბავშვის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. იგეგმება მისი რეფერირება გორიდან თბილისში – ბავშვთა სპეციალიზებულ კლინიკაში.
თვითმხილველთა თქმით, მოზარდი საცხოვრებელი კორპუსის მიმდებარედ თანატოლებთან ერთად ბურთით თამაშობდა და ავტომობილების სავალ ნაწილზე ბურთს გაეკიდა, რა დროსაც მანქანა დაეჯახა.
მომხდარზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-2 ნაწილით დაიწყო.

















