20.8 C
Tbilisi
კვირა, აგვისტო 16, 2026
banner

ავტომობილებით ბიზნესის სახელით 220 000 ლარის მითვისება — პროკურატურამ მიმალულ პირს ბრალდება წარუდგინა

საქართველოს პროკურატურამ დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა.

“შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების მიზნით, ბრალდებული ნაცნობს, აშშ-ის მოქალაქეს შეუთანხმდა, ამ უკანასკნელის ფინანსებით საქართველოში ერთობლივი ბიზნესი დაეწყოთ. კერძოდ, ბრალდებული თითქოსდა საბაზრო ღირებულებაზე დაბალ ფასად, საზღვარგარეთ შეიძენდა და შემოიტანდა დაზიანებულ ავტომანქანებს, ხოლო მათი შეკეთებისა და რეალიზაციის შემდგომ, მოგებას თანაბრად გაანაწილებდნენ. ამ ხერხით, მან დაზარალებულს 220 000 ლარი ჩაარიცხვინა საბანკო ანგარიშზე, თუმცა ეს თანხა მოტყუებით სრულად მიისაკუთრა, დატოვა საქართველოს საზღვარი და მიიმალა.

ბრალდებული პირის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა დაუსწრებლად დაიწყო. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ” ქვეპუნქტებით (თაღლითობა ჩადენილი დიდი ოდენობით) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 9 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

პროკურატურამ ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობით სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს”,_ აცხადებს პროკურატურა.

banner
წინა სტატიაშიკლინიკის საპირფარეშოში ახალშობილის მკვლელობის ფაქტზე ბრალდებულ დედას 4-წლიანი პატიმრობა შეეფარდა
შემდეგი სტატიანინო წილოსანი: “ენმ”-ისგან განსხვავებით, ჩვენ 2008 წელსაც ვამბობდით, რომ რუსეთი ოკუპანტია