12.8 C
Tbilisi
კვირა, აპრილი 19, 2026
banner

ავტომობილების განბაჟებასთან დაკავშირებით ცვლილებებს, პარლამენტი დაჩქარებული წესით განიხილავს

მთავრობის მიერ მომზადებულ ცვლილებებს, რომელიც ექვს წელზე მეტი ხნის ავტომობილების განბაჟებას ეხება, პარლამენტი დაჩქარებული წესით განიხილავს.

პროექტის ინიცირება დღეს მოხდა, საკანონმდებლო ორგანოში მასზე მსჯელობა კი, ხვალ დაიწყება.

პროექტში აღნიშნულია, რომ აქციზის განაკვეთი 0-დან 6 წლის ჩათვლით ასაკის ავტომობილებისთვის განისაზღვრება ძრავის მოცულობის 1სმ3-ზე 1.5 ლარის ოდენობით, ხოლო 6 წელზე მეტი ასაკის ავტომობილებისთვის 1სმ3-ზე 4.5 ლარის ოდენობით. ცვლილებების მიხედვით, კლასიკურ ავტომობილად მიჩნევის კრიტერიუმი და მასთან დაკავშირებული ასაკობრივი ზღვარი იცვლება.

კერძოდ, კლასიკურ ავტომობილად ჩაითვლება ავტომობილი, რომლის წლოვანება 30 წელს აღემატება, ნაცვლად კანონით გათვალისწინებული 40 წლის.

კანონპროექტი ითვალისწინებს გარდამავალ დებულებებს, რომლის მიხედვით, აქციზის კანონის ამოქმედებამდე მოქმედი განაკვეთებით იმპორტის საბაჟო პროცედურაში იმ ავტომობილის მოქცევას, რომელიც შემოყვანილია საქართველოში 2026 წლის 1 ლ-ელ აპრილამდე, ან რომლის საქართველოში შემოყვანის მიზნით უცხო ქვეყანაში ტრანსპორტირება დაწყებულია 1-ელ აპრილამდე. მთავრობის განმარტებით, თუ ავტომობილის ტრანსპორტირება ხორციელდება სახმელეთო ტრანსპორტით ან იგი გადაადგილდება თავისი სვლით, დგინდება დამატებითი პირობა, რომლის მიხედვით, კანონის ამოქმედებამდე მოქმედი განაკვეთები გავრცელდება, ავტომობილის საქართველოს ტერიტორიაზე 2026 წლის 1-ელ ივლისამდე შემოყვანის შემთხვევაში.

banner
წინა სტატიაშიკალასი: საგარეო საქმეთა მინისტრებმა გამოთქვეს სურვილი, რომ გაძლიერდეს ახლო აღმოსავლეთში საზღვაო მისია
შემდეგი სტატია“არსებობს გამონათქვამი, იყავით და გაგეკეთებინათ, ვინ გიშლიდათ?!” – ირაკლი კობახიძე ბერდია სიჭინავას