ავტომანქანის უფასოდ პარკირება მძღოლებს დღეში 4-ჯერ 15-15 წუთით შეეძლებათ

პირველი ივლისიდან თბილისში ზონალური საათობრივი პარკირების საპილოტე პროგრამა ამოქმედდება. ამის შესახებ თბილისის მერმა დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე ისაუბრა.

კახა კალაძე აცხადებს, რომ ავტომობილების მფლობელები პარკირების საფასურს ზონების მიხედვით გადაიხდიან. თავდაპირველად, პროგრამა კოტე აფხაზის და საბურთალოს რამდენიმე ქუჩაზე ამოქმედდება.

ავტომანქანის უფასოდ პარკირება მძღოლებს დღეში 4-ჯერ 15-15 წუთით შეეძლებათ.

პარკირების პროგრამა საცხოვრებელი ადგილის მიმდებარედ პარკირებულ სატრანსპორტო საშუალებებს არ შეეხება. ასევე პარკირების გადასახადი არ შეეხება ელექტროძრავიან ავტომობილებს და შშმ პირების კუთვნილ ავტომანქანებს.

„პარკირების საფასური საათობრივად იქნება განსაზღვრული. პირველი არეალი, სადაც ეს წესი გავრცელდება, არის კოტე აფხაზის ქუჩა, ლესელიძის ქუჩა და ასევე მიმდებარე ქუჩები. პარკირების საფასური არ შეეხება საცხოვრებელი ადგილის მიმდებარედ პარკირებულ სატრანსპორტო საშუალებებს. ასევე გადასახადი სრულიად არ შეეხება ელექტროძრავიან ავტომობილებს და შშმ პირების კუთვნილ ავტომანქანას. ყველა მანქანა უზრუნველყოფილი იქნება დღეში ოთხი უფასო 15 წუთიანი პარკირებით. საათობრივი პარკირების საფასურის გადახდა შესაძლებელი იქნება როგორც მობილური აპლიკაციით, ასევე ექნებათ შესაძლებლობა, რომ ქუჩაში დამონტაჟებული გადახდის აპარატების მეშვეობით მოხდეს პარკირების საფასურის გადახდა,“ – განაცხადა კახა კალაძემ.

banner
წინა სტატიაშიევროკავშირი რუსეთის წინააღმდეგ დაწესებულ სანქციებს ექვსი თვით გაახანგრძლივებს
შემდეგი სტატიასოფელ მარადიდში მდინარე კალაპოტიდან გადმოვიდა და საავტომობილო გზა დატბორა