ავტომანქანის განზრახ მოსრიალება და/ან დრიფტი 300 ლარი დაგიჯდებათ

საგზაო მოძრაობის წესებში შეტანილი ცვლილებების თანახმად, განზრახ ავტომანქანის მოსრიალებისა და დრიფტისთვის პასუხისმგებლობა ნებისმიერი საავტომობილო საშუალების მძღოლს დაეკისრება.

სატრანსპორტო საშუალების განზრახ მოცურება/მოსრიალება ან მოცურებით წრიული ბრუნვის განხორციელება (დრიფტი), გამოიწვევს დაჯარიმებას 300 ლარის ოდენობით.

კანონმდებლობაში სხვა ცვლილებებიცაა შეტანილი, რომლის მიხედვითაც, გარკვეულ დარღვევებზე ჯარიმა ოთხჯერ და მეტჯერაა გაზრდილი.

საგზაო მოძრაობის წესების დარღვევისთვის ჯარიმები იზრდება

banner
წინა სტატიაშისაგზაო მოძრაობის წესების დარღვევისთვის ჯარიმები იზრდება
შემდეგი სტატიაროგორ გახდა ბუდუ ზივზივაძე PLUS-ის ახალი კამპანიის სახე