ავტომანქანებს საქართველოს სახელმწიფო ნომრით, ოკუპირებულ რეგიონში გადაადგილების უფლება მისცეს

ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში მოქმედმ რეჟიმმა თვითგამოცხადებული სამხრეთ ოსეთის მოქალაქე მძღოლებს ნება დართო, საგზაო მოძრაობის მონაწილე ავტომანქანებზე საქართველოს სახელმწიფო ნომრები ჰქონდეთ მიმაგრებული.

საქართველოს სახელმწიფო ნომრებზე, სერიის გარდა, ეროვნული სიმბოლიკაცაა დატანილი, რაც ნიშნავს, რომ რუსეთის მიერ ოკუპირებულ რეგიონში ავტომანქანები საქართველოს სახელმწიფო სიმბოლიკით, შეუზღუდავად შეძლებენ გადაადგილებას.

დე ფაქტო ცხინვალის რეჟიმმა ეს გადაწყვეტილება საგანგებოდ ახალგორისა და ჯავის მცხოვრებლებისთვის მიიღო.

ადრე საქართველოს სახელმწიფო ნომრით გადაადგილება მთელი რეგიონის მასშტაბით აკრძალული იყო და ადგილობრივი მცხოვრებს მოეთხოვებოდა, რეგიონში გადაყვანამდე, ავტომანქანა ქართული სააღრიცხვო სისტემიდან მოეხსნა.

banner
წინა სტატიაშითამარ კორძაია: დროა, ქართულმა ოცნებამ ვალდებულებების შესრულება დაიწყოს
შემდეგი სტატიადავით ბერძენიშვილი: ხელისუფლებამ ოპოზიციას მძევლად აყვანა დაუპირა და მას საკუთარ დაგებულ მახეში მოუწევს გაბმა