25.3 C
Tbilisi
ოთხშაბათი, ივლისი 22, 2026
banner

ავტომანქანების გაქურდვის ბრალდებით პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფი 3 პირი დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის რუსთავის საქალაქო სამმართველოს თანამშრომლებმა,  ქურდობის ბრალდებით, წარსულში ნასამართლევი და ამჟამად პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფი 3 პირი დააკავეს.

“გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულები, სხვადასხვა დროს, რუსთავში, მოქალაქეების კუთვნილი ავტომანქანებიდან სხვადასხვა დასახელების ნაწილებს და საბანკო ბარათებს  უკანონოდ  დაეუფლნენ.

სამართალდამცველებმა ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, დამნაშავეების ვინაობა მალევე დაადგინეს და ბრალდებულების სახით რუსთავში დააკავეს, ხოლო ნაქურდალი ნივთები ნივთმტკიცებად ამოიღეს.

გამოძიება  სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით მიმდინარეობს, რაც 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს”,_ აცხადებს შინაგან საქმეთა სამინისტრო.

banner
წინა სტატიაშიპოლიციამ ცეცხლსასროლი იარაღები და ნარკოტიკი ამოიღო – დაკავებულია ერთი პირი
შემდეგი სტატიაგიორგი შაიშმელაშვილი: რუსული სათვალთვალო სისტემების შეძენა აჩენს რისკს, რომ საქართველოს მოქალაქეების მონაცემები ФСБ-ს ხელში აღმოჩნდეს