ავტომანქანებიდან საბურავებისა და აკუმულატორის ქურდობისთვის შსს-მ ორი პირი დააკავა

წარსულში ქურდობისთვის ნასამართლევი 1996 წელს დაბადებული ჯ. ი. და მისი ძმა – 1994 წელს დაბადებული ბ. ი. ქუთაისსა და სამტრედიაში ჯგუფურად ჩადენილი ქურდობის ბრალდებით დააკავეს, – ამის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, დანაშაული ოთხიდან შვიდ წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს

„გამოძიებამ დაადგინა, რომ დაკავებულებმა მიმდინარე წლის 29 იანვარს სამტრედიაში, ავტოსადგურის მიმდებარე ტერიტორიაზე მოქალაქის კუთვნილი ავტომანქანიდან აკუმულატორი, ხუთი საბურავი და სხვდასხვა ხელსაწყო, ხოლო ქუთაისში, რუსთაველის ქუჩაზე მცხოვრები მოქალაქის ავტომანქანიდან ერთი საბურავი მოიპარეს. პოლიციამ, დაკავებულების საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას, მოპარული ნივთები ნივთმტკიცების სახით ამოიღო. ორივე ბრალდებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს“, – აღნიშნულია შსს-ს ინფორმაციაში.

banner
წინა სტატიაშიშინაგან საქმეთა სამინისტრომ თბილისში 3 ნარკორეალიზატორი დააკავა
შემდეგი სტატია„ქართული ოცნების” ცენტრალურ ოფისში დღეს უმრავლესობის სხდომა გაიმართება