11.8 C
Tbilisi
სამშაბათი, მარტი 17, 2026
banner

ავტომაგისტრალიდან 200 მეტრში მშენებლობა უნდა შეთანხმდეს- რომელ მონაკვეთებს შეეხება ახალი რეგულაცია

საერთაშორისო მნიშვნელობის გზების განვითარებისთვის ახალი სტანდარტი დადგინდება.

საავტომობილო გზების დეპარტამენტის განცხადებით, საქართველოს მთავრობის დადგენილების პროექტით საერთაშორისო მნიშვნელობის საავტომობილო გზებზე და გზისპირა ზონებში – გზის ღერძიდან 200 მეტრის ფარგლებში ორივე მხარეს – გზების მფლობელთან შეუთანხმებლად აკრძალული იქნება მშენებლობა.

გავრცელებული ინფორმაციით, რეგულაცია შეეხება იმ მონაკვეთებს, რომლებიც უკვე ექსპლუატაციაშია ან სადაც მიმდინარეობს ან დაგეგმილია მაგისტრალური გზების მშენებლობა და მოდერნიზაცია. მათ შორისაა თბილისი–სენაკი–ლესელიძე, სენაკი–ფოთი–სარფი, თბილისი–წითელი ხიდი, თბილისი–ბაკურციხე–ლაგოდეხი, მარნეული–სადახლო, თბილისის შემოსავლელი და სამტრედია–ლანჩხუთი–გრიგოლეთი.

როგორც საავტომობილო გზების დეპარტამენტი აცხადებს, გზისპირა ზონაში დაუკითხავი საქმიანობის შეზღუდვა უზრუნველყოფს გზების გამართულ და შეუფერხებელ ფუნქციონირებას.

დეპარტამენტის განცხადებითვე, ახალი რეგულაცია წარმოადგენს სისტემურ ნაბიჯს თანამედროვე ინფრასტრუქტურული მართვის სტანდარტების დანერგვის მიმართულებით და ემსახურება როგორც საგზაო უსაფრთხოებას, ისე საერთაშორისო მაგისტრალების თანამედროვე სტანდარტებით განვითარებას.

banner
წინა სტატიაში“შ ო კ ი !!!”- რას ამბობს მოკლული მასწავლებლის დედა
შემდეგი სტატია“ევროპის ურთიერთდაცვის პუნქტი უნდა ამოქმედდეს”- ევროკომისიის პრეზიდენტი