ავტოკეფალია არის დიდი მონაპოვარი და დიდი ძალა

ავტოკეფალია არის დიდი მონაპოვარი და დიდი ძალა, – ამის შესახებ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ თბილისში, საქართველოს პარლამენტის შენობაში საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენიდან 100 წლისთავისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე განაცხადა. მისი თქმით, ავტოკეფალია არის დიდი ძალა და დიდი მადლი.

”მე ვფიქრობ, ყველაფერი ხდება ღვთის განგებით. პირველად აღნიშნავს საქართველო სახელმწიფო ავტოკეფალიის დღეს, ეს არის დიდი მონაპოვარი, დიდი ძალა. ავტოკეფალია არის დიდი მადლი. ვინ ვიქნებოდით ავტოკეფალიის გარეშე. ჩვენ შევინარჩუნეთ ჩვენი კულტურა, ენა, ეკლესია. ჩვენ ვმადლობთ უფალს ამისთვის. ჩვენ დღეს ქედს ვიხრით დიდი მამების წინაშე. მე ქედს ვიხრი თქვენს წინაშე, რომლებიც აქ ბრძანდებით და აღნიშნავთ 100 წლისთავს. ღმერთმა დაგლოცოთ და გაგაძლიეროთ”, -განაცხადა პატრიარქმა.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს პარლამენტში საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენის 100 წლისთავისადმი მიძღვნილი კონფერენცია გაიმართა. პარლამენტის თავმჯდომარემ, რომელმაც ღონისძიება მისასალმებელი სიტყვით გახსნა, საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესიის როლსა და მნიშვნელობაზე ისაუბრა. ირაკლი კობახიძის განცხადებით, საქართველოს ეკლესიამ თვითმყოფადობის შენარჩუნება ისტორიის ყველაზე რთულ პერიოდებშიც კი შეძლო.
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, სამშობლოსადმი ერთგულების და სამშობლოსადმი თავგანწირვის მაგალითი ეკლესიის მრავალმა საჭეთმპყრობელმა და სულიერმა მამამ მოგვცა და დღეს გვაქვს პატივი, ვიყოთ უწმინდესის და უნეტარესის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია II-ის თანამედროვენი.
დამსწრეებს მისასალმებელი სიტყვით მიმართა საქართველოს პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა. პრეზიდენტმა ღონისძიების მასპინძლობისთვის საქართველოს პარლამენტს მადლობა გადაუხადა. გიორგი მარგველაშვილმა ქართული ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენის მნიშვნელობასა და
საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია II-ის დამსახურებაზე ისაუბრა.

banner
წინა სტატიაშიეკლესიაში იყო თავმოყრილი ქართველი კაცის სულიერი საზრდო
შემდეგი სტატიაკონგრესმა ჩააგდო ტრამპის ინიციატივა ჯანდაცვის სფეროში