ავტობუსში დაჭრილი 17 წლის მოზარდის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა

თბილისში, საზოგადოებრივ ტრანსპორტში დაჭრილი 17 წლის მოზარდის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა. დაშავებული რეანიმაციულ განყოფილებაში იმყოფება. ექიმის განცხადებით, პაციენტს ერთი ჭრილობა ჰქონდა მიყენებული მუცლის ღრუში.

„ჩაუტარდა გადაუდებელი ოპერაცია, დაზიანებული იყო კუჭი, პანკრეასი, ქვემო ღრუ ვენა, კუჭის გამჭოლი ჭრილობა იყო, ასევე, იყო პანკრეასის ქვედა კიდის გამჭოლი ჭრილობა და იყო ქვემო ღრუ ვენის დაზიანება. შესაბამისად, გაიკერა კუჭი, პანკრეასი, ქვემო ღრუ ვენა გაიკერა. დანაკარგი არის, დაახლოებით, 2 ლიტრამდე სისხლი. პაციენტის მდგომარეობა არის მძიმე,“ – განაცხადა ექიმმა.

თბილისში 17 წლის მოზარდი ავტობუსში დღეს დაჭრეს. თვითმხილველების თქმით, ახალგაზრდა 140 ნომერ საზოგადოებრივ ტრასნპორტში დაჭრეს, რის შემდეგაც მგზავრებმა ტრანსპორტის გაჩერება მოითხოვეს.

შსს-ს ინფორმაციით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 19-109-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობის მცდელობას გულისხმობს.

banner
წინა სტატიაშიე.წ. ციანიდის საქმე – მამა გიორგი მზად არის, მღვდელმთავრებს ყველა კითხვაზე პასუხი გასცეს
შემდეგი სტატიაბათუმში მაშველებმა დელტაპლანის ჩამოვარდნის გამო, ზღვიდან ორი ტურისტი გამოიყვანეს