ავტობუსის მძღოლების აქციაზე ერთი პირი დააკავეს

ორთაჭალაში, ავტოსადგურის ტერიტორიაზე მიმდინარე აქციის დროს ერთი პირი დააკავეს.

ორთაჭალის ავტოსადგურის ტერიტორიაზე ავტოსადგურის დირექტორი მივიდა, რომელმაც პოლიციას მოუწოდა, ავტობუსის მძღოლებს დაეტოვებინათ კერძო ტერიტორია.

პატრულის თანამშრომლებმა ტერიტორია გაათავისუფლეს. თუმცა, პოლიციასა და ავტობუსის მძღოლების შეალაპარაკებისას აქციის ერთ-ერთი მონაწილე დააკავეს.

ავტობუსის მძღოლები კომპანია “მეტროს” ბაზარზე ოპერირებას აპროტესტებენ. მათი განმარტებით, შპს “მეტროს” ავტობუსები მათ შიდა რეისებში ეცილებიან და კლიენტებს ართმევენ, რადგანაც აღნიშნული კომპანია მგზავრებს შედარებით დაბალ ფასში სთავაზობს მგზავრობას.

banner
წინა სტატიაშიმუხიანში მაშველებმა ცეცხლმოკიდებული სახლიდან ქალის და ბავშვის გამოყვანა შეძლეს
შემდეგი სტატია“ჩარევა რუსთავი 2-ის დამოუკიდებლობაში, აუცილებლად დააზიანებს ვიზალიბერალიზაციის პროცესს“