ავტობუსებისა და მიკროავტობუსების მძღოლთა აქცია ზუგდიდში

ავტობუსებისა და მიკროავტობუსების მძღოლთა აქცია ზუგდიდში

გვიან ღამემდე გაგრძელდა ზუგდიდის საქალაქთაშორისო ავტობუსებისა და მიკროავტობუსების მძღოლთა აქცია ავტოსადგურში. მათ არ დართეს ნება სატრანსპორტო კომპანია ‘მეტრო+“ ავტოსადგურზე გაეკრათ სარეკლამო ბანერი, რასაც მოჰყვა ხმაური და დაპირისპირება. ადგილზე მობილიზებულნი იყვნენ სამართალდამცავები. კომპანია „მეტრო+“ ხვალ დილიდან აპირებს რეისების განხორციელებას, რასაც ადგილობრივი მძღოლები ეწინააღმდეგებიან. დაპირისპირება უკვე მესამე თვეა გრძელდება. მძღოლები აცხადებენ, რომ არ დაუშვებენ „მეტრო+“ შემოსვლას ზუგდიდში.

banner
წინა სტატიაშიარ ვამბობ, რომ ქვეყანაში ყველაფერი რიგზეა, მაგრამ ვითარების გასაუმჯობესებლად 24 საათიან რეჟიმში ვმუშაობთ
შემდეგი სტატიაბიძინა ივანიშვილის წერილობითი თხოვნა ვანო მერაბიშვილს საკუთარი ქვისლის დასაჭერად