13.8 C
Tbilisi
შაბათი, აპრილი 18, 2026
banner

ავტობუსებისა და მარშრუტკებისთვის ჩატარებული ინსპექტირების 6 016 შემთხვევაში, მოთხოვნები ვერ დაკმაყოფილდა

2025 წელს საქართველოში მიკროავტობუსებისა და ავტობუსების კატეგორიაში 28 650 ტექნიკური ინსპექტირება ჩატარდა. ამის შესახებ სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებიდან ირკვევა.

საქსტატის თანახმად, საანგარიშო პერიოდში, M2 კატეგორიის (მიკროავტობუსი) და M3 კატეგორიის (ავტობუსი) სატრანსპორტო საშუალებებისთვის ჩატარებული ინსპექტირებიდან 6 016 შემთხვევაში ანუ 21%-ში მოთხოვნები ვერ დაკმაყოფილდა.

უფრო კონკრეტულად, 2025 წელს მიკროავტობუსების ნაწილში 22 157 ინსპექტირება ჩატარდა, აქედან, 17 192 შემთხვევაში დაკმაყოფილდა შემოწმებისთვის დადგენილი მოთხოვნები, ხოლო 4 965 შემთხვევაში ვერა.

ამასთან, გასულ წელს ავტობუსების შემთხვევაში სულ ჩატარდა 6 493 ტექნიკური ინსპექტირება, აქედან 5 442 შემთხვევაში დაკმაყოფილდა მოთხოვნები, 1 051 შემთხვევაში კი – არა.

აღსანიშნავია, ისიც, რომ 2025 წელს საქართველოში ავტოსატრანსპორტო საშუალებების 1 337 777 ტექნიკური ინსპექტირება ჩატარდა. „საქსტატის“ ინფორმაციით, გასულ წელს ჩატარებული ინსპექტირებიდან 997 161 შემთხვევაში მოთხოვნები დაკმაყოფილდა, ხოლო 340 616 შემთხვევაში ვერ მოხდა პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების მოთხოვნების დაკმაყოფილება, გამოდის რომ ჩატარებული ინსპექტირების 25.5%-ს შემთხვევაში ავტოტრანსპორტი დახარვეზდა.

banner
წინა სტატიაშიქვემო ქართლში რამდენიმე მოქალაქეს ქონებას იძულებით ჩამოართმევენ
შემდეგი სტატიახვალ, EU-ს საგარეო საქმეთა მინისტრები საქართველოში არსებულ პოლიტიკურ ვითარებაზე იმსჯელებენ